пятница, 16 апреля 2010 г.
четверг, 1 января 2009 г.
вторник, 11 ноября 2008 г.
პროექტის სახელი: "ჩემი სკოლის საგანძური"
პროექტის მოკლე აღწერა: სკოლის მატიანეს შექმნა. მოსწავლეები სკოლის შესახებ მოიძიებენ ინფორმაციის.
პროექტის სრული აღწერა: ამ პროექტის საშუალებით სკოლის ფარგლებში მოიძიებენ იმ ნივთებს, რომლებსაც საკუთარი ისტორია და ღირებულებები გააჩნიათ.(საჩუქრები, რომლებიც წლების მანძილზე სკოლას გადაეცემოდა, ჯილდოები, მოსწავლეთა თვითშემოქმედება და სხვა) გადაუღებენ ფოტოებს, გააკეთებენ ალბომს, სადაც მოთავსდება ფოტოები თავისი ისტორიით, გარდა ამისა შეგროვდება ინფორმაცია სკოლის იმ კურსდამთავრებულებზე, რომლებმაც თავიანთ პროფესიაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.შეგროვდება მათი ფოტოები და ბიოგრაფია. მოიძიებენ,თუ რა ტრადიციები აქვს სკოლას. ასევე მოსწავლეები მოიძიებენ იმ პირებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ALUMNA-ის პროგრამაში.
მონაწილეთა ასაკი:13 წ - 17 წლამდე/მე-8-მე-11 კლასები
ვადები: მუშაობის დაწყებიდან 3 თვე.(სასწავლო წლის მანძილზე)
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, ვებ–გვერდის შექმნა, ინტერვიუ, სურათების გადაღება, სხვა სკოლებთან დამეგობრება და სხვა...
მოსალოდნელი შედეგები:ბლოგი, ალბომი - რომელიც თაობებს გადაეცემა,ციფრული ჟურნალი,ახალი სამუზეუმო ექსპონატების მოზიდვა - გამოფენა,ბუკლეტი.
სარგებელი სხვებისათვის:ბლოგის სტუმრები უკეთ შეძლებენ მათთვის საინტერესო სკოლის შესახებ ინფორმაციის მოძიებას,მისი ისტორიის გაცნობას, ქრონოლოგიას,გაიზიარებენ საინტერესო გამოცდილებას.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური და სხა(სურვილისამებრ).
საგნებთან/საგნოვრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: იტეგრირებული.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
ხაშურის #7 სკოლა
გორის #8 სკოლა
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მანანა კაპანაძე- ხაშურის მე-6 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mananak7@gmail.com
პროექტის ფორუმი: დისკუსია "ჩემი სკოლის საგანძური"
პროექტის ვებ-გვერდი.ბლოგი: " ჩემი სკოლის საგანძური "
Подписаться на:
Сообщения (Atom)
იცნობთ თუ არა თქვენი სკოლის მატიანეს?
ჩემზე
- მანანა კაპანაძე
- ხაშური, შიდა ქართლი, Georgia
- 1997 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია–სოციოლოგიის ფაკულტეტი. 1994-97 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტში კორესპონდენტად. ხოლო, 1997-2006 წლებში თბილისის 170–ე და 171-ე სკოლებში, 2001-2006 წლებში სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს, 2006-2008 წლებში იყო ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. 2008 წლიდან არის ხაშურის მე–6 საჯარო სკოლის მასწავლებელი. 2011 წელს გახდა სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული პედაგოგი. ამვე წლიდან არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი.